რა ახდენს ადამიანის უიღბლობაზე გავლენას

03 Jun 2021 00:34

ადამიანების უმრავლესობა დიდ დროს სახლში ატარებს და თუ იქ არასასიამოვნო, ენერგეტიკულად საშიში აურა ტრიალებს, ეს სახიფათოა. როდესაც ადამიანი ვერ ახდენს აზრების მობილიზებას, აწუხებს აკვიატებული ფიქრები, სტანჯავს უძილობა და შიშები, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები.


არის პერიოდები, როდესაც ადამიანს განმარტოების სურვილი უჩნდება, უნდება საკუთარ თავში ჩაკეტვა, ფიქრი, ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება, მიილტვის სიმშვიდისკენ, სწორედ, ამ დროს მძაფრდება ტელეპათიური, ქვეცნობიერი თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები. აზრი, სიტყვა და ფიქრი ენერგეტიკული ინსტრუმენტებია და ამით ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. მერე ეს სამყაროში იგზავნება და იგივე გზავნილი, ინფორმაციის სახით, უკან ბრუნდება.


ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ანუ ადამიანისთვის, ემოციური გზავნილის ტელეპათიურად აღქმა, სრულიად შესაძლებელია. მაგალითად:


როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მიუხედავად მანძილისა, თუ ერთს რამე უჭირს, ამას მეორეც განიცდის. თუ ადამიანისგან უარყოფითზე, წარუმატებელზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას მეორე ადამიანი, ტელეპათიურად, ამ სამყაროდან ინფორმაციის სახით იღებს. ეს ინფორმაცია კი უეცრად დაწყებულ განცდებზე მეტყველებს. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და ზუსტად მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობები.


არც ერთი სასიყვარულო თუ რომანტიკული ურთიერთობა, რაც უნდა წარუმატებელი და მტკივნეული იყოს ის, შემთხვევით არ იწყება. როცა ადამიანს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობს მეორე ადამიანი, გამოდის, რომ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი მათ შორის და შეგრძნებებიც წინასწარმეტყველურად მოქმედებს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სასიყვარულო კავშირი, მით მეტად იზრდება ორ ადამიანს შორის ტელეპათიური თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და მოვლენები.


რაც შეეხება უიღბლობა-იღბლიანობას, ნებისმიერ ადამიანს აქვს, ეგრეთ წოდებული, საკუთარი წერტილები დედამიწაზე. ასეთ ადგილებში ადამიანს აურა და ბიოველი ეცვლება. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. ასეთ ადგილებში დიდხანს ყოფნისას კი, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. ასეთი ენერგეტიკული ადგილები ძალიან ბევრია.


დადებით წერტილზე მოხვედრისას ადამიანს ბედი ეხსნება, წარმატებული ხდება და მისი იღბალიც სასიკეთოდ იცვლება. ამ ადგილებში თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, დაცულია და დადებითი ენერგეტიკით იმუხტება. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, ყურადღება იფანტება. ნულოვანი წერტილი კი ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. არ შეიძლება, ამ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა, რადგან მისი სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ამან ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.


დააკვირდით საკუთარ საცხოვრებელში, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს და სად მეტად შფოთავთ და განიცდით. ასევე, დააკვირდით სახლში რომელ ადგილას ყოფნისას გიბუჟდებათ კიდურები ან გიშტერდებათ თვალი. ეს თქვენთვის საშიში ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ. ეს, თქვენთვის ანომალიური ზონაა. სახლის ანომალიური ზონები კი ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე განსაკუთრებით ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.


თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი, რათა უარყოფითი ზონისგან აკრეფილი ენერგიის ჩამოირეცხოთ და სასიცოცხლო ტონუსი დაიბრუნოთ.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი