ზეთი და ცხიმი 42.7 პროცენტით გაძვირდა – ნახეთ, რომელ პროდუქტებზე მოიმატა და იკლო ფასებმა

03 Jun 2021 14:59

2021 წლის მაისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები  3.3 პროცენტით გაიზარდა.


ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), 

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), 

რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), 

ყავა, ჩაი და კაკაო (8.0 პროცენტი), 

თევზეული (7.6 პროცენტი), 


მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), 

ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.0 პროცენტი), 

პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). 


ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი);

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.



ალია






კომენტარები:

ფართი შოპი