იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

03 Jun 2021 15:29

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს.

 

პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 6 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიენიჭა, 5 პოლიციელს კი, მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით.


მინისტრი პოლიციელების სამუშაო პირობებს გაეცნო და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.


აღსრულების პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა მინისტრს და ბიუროს თავმჯდომარეს გაწეული მუშაობის ანგარიში და მიღწეული შედეგები გააცნო. 


აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო პროფესიულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.


სამმართველოს რიგებში 38 პოლიციელი ირიცხება.




კომენტარები:

ფართი შოპი