ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

03 Jun 2021 16:07

ინ­დო­ეთ­ში ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე პა­ტარ­ძა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც, ცხე­და­რი სხვა ოთახ­ში მო­ა­თავ­სეს, ხოლო სა­სი­ძომ ცო­ლად გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტარ­ძლის და შე­ირ­თო.


ინ­დუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ტარ­ძალს გირ­ლი­ან­დე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის დროს გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. გა­მო­ი­ძა­ხეს ექი­მი, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


"ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ვი­ცო­დით რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ორი­ვე ოჯა­ხი ერ­თად იყო, ვი­ღა­ცამ კი უცებ მო­ი­ფიქ­რა, რომ ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი დის მა­გივ­რად, უმ­ცრო­სი და გაჰ­ყო­ლო­და ცო­ლად“, - ამ­ბობს პა­ტარ­ძლის ძმა.


მი­სი­ვე თქმით, ოჯა­ხებ­მა სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს და შე­თან­ხმდნენ, რომ ასეც მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.


"ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, რად­გან ჩემი უმ­ცრო­სი დის ქორ­წი­ლი მა­შინ შედ­გა, როცა უფ­რო­სი დის ცხე­და­რი სხვა ოთახ­ში იყო". - ამ­ბობს გო­გო­ნე­ბის ძმა. ქორ­წი­ლის რი­ტუ­ა­ლის შემ­დეგ ოჯახ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მარ­თა სამ­გლო­ვი­ა­რო რი­ტუ­ა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტარ­ძლის­თვის.

"ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. ასე­თი არე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი არას­დროს მქო­ნია“, - ამ­ბობს ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი.

წყა­რო:nypost.com


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი