დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია...- ვის უპირისპირდება მამა პეტრე

04 Jun 2021 00:02

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სასულიერო პირი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


,,არ ვიცი რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, არ ვიცი რომელია სიმართლე, რომელი ჭორი, მაგრამ ყველანაირი ძალადობა, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, დასაგმობი და პასუხისგებაში მისაცემია.


იმედია, გამოძიება სიმართლეს გამოავლენს და არავის ექნება მცდელობა, ვიმედოვნებ, არც ერთი მხარე შეეცდება ფაქტები დაამახინჯოს და მათთვის სასურველი სამოსით შეფუთოს ბავშვთა საქმე.


ზოგადად, ვინც პრობლემაზე საუბრობს ის არ არის მტერი და დამაქცევარი, მტერი ის არის, ვინც ძალადობას და უღმერთო ანგარიშსწორებას ხელს აფარებს.

და საერთოდ, დროა ქრისტიანობა ვისწავლოთ და მისი უმთავრესი პრინციპი-თ ა ნ ა ს წ ო რ ო ბ ა ცხოვრების წესად ვაქციოთ.


ვეიჯნები ძალადობას, აგრესიას, ქრისტეს სახელით საკუთარი სიბნელის ტირაჟირებას!", - წერს მამა პეტრე.


ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი