შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პროექტის - ”სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში” - მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

04 Jun 2021 12:34

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" - მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ აქტივობებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. “

მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროექტმა მნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა ეტაპზე რეფორმირების პროცესის წარმატებით განხორციელებას. პროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებს შორის აღსანიშნავია: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ხელშეწყობა, გამოძიების მეთოდები, გამოძიების პროცესის შეფასება, საგამოძიებო რეფორმის ხელშეწყობა, დანაშაულის ადგილის მართვა, შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება, დანაშაულის სტატისტიკის წარმოება, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.


ონლაინ შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.


აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.




კომენტარები:

ფართი შოპი