საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს შეფასებით, ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, თუ საერო.
სერგეენკოს თქმით, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია აქამდე უნდა გარკვეულიყო და ვითარება აქამდე არ მისულიყო.
"ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო," - განაცხადა დავით სერგეენკომ.