თუ მან ეს გააკეთა, მზად ვარ გადავყლაპო ნებისმიერი წყენა და ტაში დავუკრა – ვის პასუხობს სააკაშვილი

04 Jun 2021 20:50

დე­ნის შმი­გა­ლის თე­ზი­სებს კო­მენ­ტარს არ გა­ვუ­კე­თებ, რად­გან ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ­მა თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად იცის ვის რა გავ­ლე­ნა აქვს უკ­რა­ი­ნა­ში. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბი­ან მრჩევ­ლე­ბი,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ნის შმი­გა­ლის „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.


სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის აპი­რებს არა მხო­ლოდ ჩა­ერ­თოს რე­ფე­რენ­დუმ­ში ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ უხელ­მძღვა­ნე­ლოს კამ­პა­ნი­ას, რათა „სა­ქარ­თვე­ლოს, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ა­შო­როს“.


„მე მხო­ლოდ ერთი კი­თხვა მაქვს უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან: წა­მო­იყ­ვანს ბა­ტო­ნი შმი­გა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნელ მე­ზღვა­უ­რებს, რომ­ლე­ბიც აგერ უკვე 7 თვეა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი და იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში? გა­ნი­ხი­ლა თუ არა მან ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და უკა­ნო­ნოდ ინარ­ჩუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლებას? თუ მან ეს გააკეთა, მზად ვარ გადავყლაპო ნებისმიერი წყენა და მას ტაში დავუკრა.


მე ვა­პი­რებ არა მხო­ლოდ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო ამ შე­მოდ­გო­მას ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუმ­ში, არა­მედ ვგეგ­მავ, ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მო­ა­შო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ სა­კი­თხში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­კარ­ნა­ხებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ვინ შემ­ზღუ­დავს მე, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლურ ლი­დერს და რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად ვერ იქ­ნე­ბი­ან მრჩევ­ლე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.


ცნო­ბის­თვის, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნო­ში ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს, თუმ­ცა „მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზე“.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი