როდის არის მარწყვი სასარგებლო და როდის – საზიანო

04 Jun 2021 23:18

მდიდარი მინერალურ-ვიტამინური შემადგენლობის წყალობით, მარწყვი სასარგებლოა ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. მარწყვის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას და შრომისუნარიანობის ამაღლებას.

 

მარწყვი დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, ის ადამიანს ბრონქებისა და ფილტვების სისტემის დაცვასა და დაავადებებთან გამკლავებაში ეხმარება.


მას სიცხის დამწევი თვისებები აქვს და გრიპოზული დაავადებების საპროფილაქტიკოდ იყენებენ. მარწყვის ნახარში ჩინებულია ანგინისა და ფარინგიტის სამკურნალოდ, გამოსავლები სახით, ასევე პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. მას ხშირად ურჩევენ ავადმყოფობის შემდგომ სარეაბილიტაციოდ.


ის გვეხმარება სიყვითლის, ძალაგამოცლილობის, ჰემოროის, რაქიტის, ასევე გინეკოლოგიური სისხლდენის დროს.


მარწყვი ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის რისკს. სპეციალისტები დიაბეტის დროს მარწყვის კვების რაციონში ჩართვას გვირჩევენ. ის დადებითად მოქმედებს, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს, ასევე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობისთვის.


მისი კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. მარწყვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.


მარწყვი ხელს უწყობს მადის აღძვრას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს. დადებითად მოქმედებს ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. ის რეკომენდებულია ართრიტებისა და პოდაგრის დროს სახსრების ტკივილისას.


მარწყვს კეთილმოქმედი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, კარგად უმკლავდება სტრესებს, გაღიზიანებადობას, უძილობას, აუმჯობესებს განწყობას. მარწყვი იცავს დეპრესიისგან.


მარწყვს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც აქვს, აფერხებს დაბერების პროცესს. ამიტომ, ის აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკაში.

გაითვალისწინეთ – სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი ან სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ.


????მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას (სეზონზე) 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ.


????მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის.


????მარწყვი სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც – სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.


ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები – რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი – ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში.


გაითვალისწინეთ, ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი