დავუშვათ, არის ერთი ბაყბაყ-დევი, მხოლოდ მასზე წყდება ამხელა საბიუჯეტო ინსტიტუციის მთელი პასუხისმგებლობა? - ფანჯიკიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

05 Jun 2021 14:29

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფანჯიკიძე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პროცესების მართვა მხოლოდ ერთი, უწყების კომპეტენცია არ არის საქმეში კომპლექსურად უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები, მათ შორის განათლების სამინისტრო.


ნათია ფანჯიკიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი გასაჭირი მადგას და კარგად ვერ ვადევნებ თვალს ყველაფერს, რაც ბავშვთა სახლის შესახებ ხდება, მაგრამ რაც მოვახერხე და რასაც აღვიქვამ, კითხვა მაქვს ასეთი, - ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს?


დავუშვათ, ვინმე ერთი (სპირიდონი ერქმევა თუ პეტრე, მნიშვნელობა არა აქვს), არის ბაყბაყ-დევი, მხოლოდ მასზე წყდება ამხელა საბიუჯეტო ინსტიტუციის მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც წლებია არსებობს თურმე და საკმაოდ დიდი ბიუჯეტიც აქვს გადამხდელების ფულიდან? აი ასე, ერთმა კაცმა, როგორც უნდოდა ისე მოაწყო პანსიონი და სხვა პასუხისმგებელი ადამიანები არ არსებობენ, მით უმეტეს, როცა ეს კერძო, ან მიწისქვეშა, არაოფიციალური დაწესებულება არ არის? რატომ არ სთხოვენ კომენტარს ჟურნალისტები განათლების, ჯანდაცვის და სხვა მინისტრებს, რომელთა უწყებებსაც ეხება თავ-თავიანთი მიმართულებით საქმის კურსში ყოფნა და სტანდარტის კონტროლი? კოორდინატორები არ არსებობდნენ ამ უწყებებიდან? თუ არა, რატომ? უპირველესად მათი მოხსენება და ანგარიში მაინტერესებს და მხოლოდ შემდეგ კონკრეტული აღმზრდელების, რომლებიც დიდი ალბათობით, თავადაც ძალადობრივი გარემოდან არიან და ნორმადაც კი მიაჩნიათ ძალადობა.


ან ტრენინგი არ უტარდებოდათ, ან როგორი იყო მათი არჩევის წესი და კრიტერიუმი. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ გასაცემი პასუხი მთავარ პასუხისმგებელ პირებს. „სახალხო დამცველს არ უშვებდნენ“ პასუხი არ არის. ბიუჯეტიდან ჩარიცხვა უნდა შეწყდეს, თუ მიზნობრივი ხარჯვა ვერ კონტროლდება, ხომ?“


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი