შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე - საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი იყოს სათანადო იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შესაბამისად იმუშავონ

05 Jun 2021 15:16

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალურ მუშაკებსა და პერსონალს უმრავლესობის წევრები შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი დღესაც შეხვდებიან.


როგორც შეხვედრამდე დეპუტატებმა განაცხადეს, თუ პანსიონში რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, ამას სოციალური მუშაკები გამოავლენენ.


„საქმე გვაქვს არასრულწლოვნებთან და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი იყოს სათანადო იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შესაბამისად იმუშავონ. თუკი არის სავარაუდო დარღვევები, ეს სოციალური მუშაკების მიერ გამოსავლენი საკითხია, ასევე ამ საკითხებს იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუ ასეთ დარღვევას ადგილი აქვს, საჭიროა, რომ ამას პროფესიონალებმა შეხედონ და შეაფასონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


ბექა დავითულიანის თქმით კი, ამ შეხვედრის შემდეგ პანსიონის აღსაზრდელებისთვის სტრესული გარემო მოიხსნება.


„დღეს სოციალური მუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი შეხვდებიან ერთამენთს. ბავშვებს მოეხსნებათ სტრესული გარემო, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბევრი უცხო ადამიანია შიგნით და ერთგვარი შგრძნება აქვთ გაღიზიანების და დაპირისპირების“,- განაცხადა დავითულიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი