სამსახურიდან გამიშვეს, რადგან გიორგი გახარიას მამიდაშვილი ვარ - მეხანძრე

06 Jun 2021 00:15

სახანძრო-სამაშველო სამსახურის სენაკის განყოფილების ყოფილი თანამშრომლის, დათა შურღაიას განცხადებით,  ის სამსახურიდან გიორგი გახარიასთან ნათესაური კავშირის გამო გაუშვეს.


„მითხრეს, დაწერე განცხადება, რომ ვითომ ოჯახური მდგომარეობის გამო მიდიხარ სამსახურიდან. მე რიგითი მეხანძრე ვიყავი. არც თანამდებობა მქონდა, არც არაფერი, ცეცხლის ჩაქრობაზე ვმუშაობდი და მეტი არაფერი, მაგრამ ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ მე და გიორგი გახარია და ალბათ ამიტომ. აზრი არ აქვს სასამართლოში დავას, რას მოვიგებ“, - ამბობს გათავისუფლებული.


აღნიშნულთან დაკავშირებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს რომ ამბავს მოიკვლევენ და მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.


გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. 29 მაისს, კი პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიული დააყენა.

წყარო: www.livepress.ge


digest




კომენტარები:

ფართი შოპი