საქართველოში ზაფხულში ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება

07 Jun 2021 18:05

2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.


სპეციალისტები, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.


მათივე ცნობით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე - ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.


სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.


დეტალური ინფორმაცია ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზის შესახებ იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე.





კომენტარები:

ფართი შოპი