მარტოობა 41 წლის ასაკში, მდიდრული სახლი და კარიერა - ნინო გაჩეჩილაძის პირადი

07 Jun 2021 20:07

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ბოლო დროს ბევრი ადამიანის საყვარელი სახე გახდა. მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” კატოს პერსონაჟი მოირგო, მან ბევრი ადამიანის გული მოიგო.


ახალგაზრდა მსახიობი, პროფესიდან გამომდინარე, ხშირად ახერხებს იყო პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 


მსახიობი 41 წლის არის, თუმცა ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია, ამას საზოგადოება ხშირად აღნიშნავს.


დღეს „დაიჯესტი“ სწორედ ნინო გაჩეჩილაძის შესახებ გიამბობთ, გავიგოთ როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა და სხვა საინტერესო დეტალი მისი ცხოვრებიდან.

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

????კარიერა

ნინო გაჩეჩილაძე დაიბადა თბილისში. დაამთავრა ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.


„ტელევიზიას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მსახიობი შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდეს თეატრში, ფილმებშიც იყოს გადაღებული, მაგრამ მას ფართო საზოგადოება მაინც მაშინ იცნობს, თუ ის სისტემატურად ჩანს ტელეეკრანზე. ჩემთვის ცოტა საწყენია ის ფაქტი, რომ აქამდე ბევრი არ მიცნობდა. თუმცა, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ თეატრს არ ჰყავს იმდენი მაყურებელი, რამდენიც ტელევიზიას,“- ამბობს ნინო გაჩეჩილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

– როგორც მსახიობს და როგორც პიროვნებას, რა მოგცა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები?”


– ჯერჯერობით მაძლევს ძალიან ბევრ რამეს. უპირველესად, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მთელ გადამღებ ჯგუფს ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და ისე დავახლოვდით, მართლა ერთი ოჯახივით ვართ. ისეთი შეკრული გუნდი, როგორიც ჩვენს სერიალზე მუშაობს, მართლა არსად მინახავს. როცა ჯგუფი შეკრულია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გამოდის.



– რით ჰგავხართ და რით არ ჰგავხართ ერთმანეთს?

– გულუბრყვილობით. ხშირ შემთხვევაში, მეც ისეთივე გულუბრყვილო ვარ, როგორიც კატო. მართალია, მთლად იმ დოზით არა, მაგრამ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ჩემი კოლეგებისთვის, ზომაზე მეტად გულუბრყვილო ვარ, ვიდრე უნდა იყოს გოგო ჩემს ასაკში. ჩემი ასეთი ხასიათით გარშემო მყოფებს მხიარულ ხასიათზე ვაყენებ. ბევრი რამით კატოს ნამდვილად არ ვგავარ. ის ძალიან ეგოისტი და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული გოგოა. ცოტა ეჭვიანიც, თუმცა თავისი მეგობრებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.


????პირადი

სერიალისგან რადიკალურად განსხვავებული პირადი ცხოვრება აქვს, თუ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მეგობრებში ყველაზე მეტი ქმარი ჰყავდა რეალურ ცხოვრებაში ასე ნამდვილად არ არის.


41 წლის მსახიობი ჯერ დაოჯხებული არ არის, თუმცა მამაკაცების ნაკლებობას არ განიცდის.


ყვითელ პრესაში ნინო გაჩეჩილაძე ლევან ჯიბღაშვთან ერთად გამოჩნდა, თუმცა წყვილმა რომანი უარყო და განაცხადეს, რომ მათ შორის არფერი ხდება.


„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, ისევ ისეთი მშვიდი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები ყოველდღე მწერენ „ფეისბუქზე“, მეკონტაქტებიან, კომპლიმენტებით მავსებენ და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თუმცა, მაინც მგონია, რომ პირადული საკითხები ზევით წყდება და, რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინო, შეიძლება, ამ ძალისხმევამ არანაირი შედეგი არ გამოიღოს, რადგან, ყველაზე საინტერესო რაღაცეები მაინც სპონტანურად ხდება. სპონტანური შემთხვევები კი, ჩემი აზრით, ზემოთ არის დაგეგმილი – მე ამის მჯერა. როცა რაღაც სერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, არ დაგიმალავთ და გეტყვით,“- ამბობს ნინო გაჩეჩილაძე რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.

მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური მამაკაცი.


„ალბათ, ისიც ცოტათი რომანტიკოსი უნდა იყოს, როგორც მე. მე ძალიან რომანტიკული ვარ და ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი. ბევრად უფრო საინტერესოდ ვგრძნობ თავს, როცა რომანტიკაში ვარ ჩაფლული. ამ დროს ბევრად უფრო მაინტერესებს ცხოვრება და აჟიტირებული ვარ. როცა ძალიან რეალისტი ვხდები და მატერიალურ რაღაცებზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს უკვე აბსოლუტურად უინტერესოა. ამიტომ, ჩემ გვერდით მამაკაციც ასეთი უნდა იყოს – უფრო სულიერი, მხიარული, უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. ასევე, უნდა იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, არც მილიონერი მჭირდება, რადგან მინდა, ღამე მშვიდად მეძინოს. მოკლედ, მამაკაცს ყველაფერი უნდა ჰქონდეს ზომიერების ფარგლებში. მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი. სადაც სიყვარულია, იქ ყველანაირი პრობლემა გვარდება“- ამბობს მსახიობი.


-სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თე "დე­დი­კოს და მა­მი­კოს ბი­ჭებ­ზე", მაგ­რამ გო­გოს ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი რჩე­ულს უწუ­ნე­ბენ. თუ გქო­ნია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია და რო­გორ გა­და­გი­ლა­ხავს ეს ბა­რი­ე­რი?

-კი, მქონ­და. რაც უნდა სა­სა­ცი­ლოდ ჟღერ­დეს, ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი კი ყო­ველ­თვის მყავ­დნენ, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, კა­ტოს­გან გან­სხვა­ვე­ბით. ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უკვე წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და, ორი წლის წინ დავ­შორ­დი. ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ ის ბიჭი, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, რო­დე­საც ამ სა­კი­თხში მშობ­ლის კურ­თხე­ვა არ გაქვს, ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ სა­ნამ მე თვი­თონ არ და­ვი­ნა­ხე, რომ ჩე­მე­ბი მარ­თლე­ბი იყ­ვნენ, მა­ნამ­დე არ გა­დავ­დგი და­შო­რე­ბის ნა­ბი­ჯი. ანუ, იმი­ტომ კი არ დავ­შორ­დი იმ ადა­მი­ანს, რომ ეს დე­და­სა და მა­მას უნ­დო­დათ, დავ­რწმუნ­დი მათ სი­მარ­თლე­ში და მერე მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. დღეს მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რად­გან ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ჩემ­თვის და­ი­წყო ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით.



???? სახლი

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე წლებია, მარტო ცხოვრობს თავის ბინაში, რომელიც თავისივე გემოვნებით მოაწყო. ბინაში ღია ფერები სჭარბობს. მისაღები მოთეთრო-ნაცრისფერშია გადაწყვეტილი. კედლებზე ნინოს საყვარელი მსახიობების გამოსახულებებია - ოდრი ჰეპბერნის და მერილინ მონროს პორტრეტები. ნინოს სახლში მისი საყვარელი ეპოქის - 50-60-იანი წლების სტილი იგრძნობა, თანამედროვეობასთან შერწყმული.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი