ვახტანგ ძაბირაძე - ივანიშვილი საუბრობს სააკაშვილზე, რომელიც თურმე ვერ მოშორდა „ნაცმოძრაობას“, როგორც ჩანს ვერც თვითონ მოშორდა „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ამბობს ჩემი პარტია ყველანაირად მაგარია და ასე გაგრძლდებაო

07 Jun 2021 21:43

განცხადების ბოლოს ივანიშვილი საუბრობს სააკაშვილზე, რომელიც თურმე ვერასდროს ვერ მოშორდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს ვერც თვითონ მოშორდა „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ამბობს ჩემი პარტია ყველანაირად მაგარია და ასე გაგრძელდებაო, - ასე აფასებს პოლიტილოგი ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.


როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ივანიშვილის განცხადება ერთის მხრივ შეიძლება განვიხილოთ, როგორც გახარიას „კურთხევა“ ოპოზიციად ან მეორეს მხრივ, ეს არის განცხადება, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული ამომრჩეველი დააბრუნოს.


მისივე თქმით, გახარიას შემოსვლამ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთნაირად შეაწუხა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია, შესაბამისად ბრალდებები ნებისმიერი მხრიდან იქნება.


„ივანიშვილის განცხადება „წავედი პოლიტიკიდანო“ მთლად ასე არ აღმოჩნდა, როდესაც ვითარება დაიძაბა მან ისევ გააკეთა განცხადება. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს საზოგადოების ინტერესიო და ასე შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რაც მან გააკეთა. ამ განცხადების ბოლოს ის საუბრობს სააკაშვილზე, რომელიც თურმე ვერასდროს ვერ მოშორდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ჩანს ვერც თვითონ მოშორდა „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ამბობს ჩემი პარტია ყველანაირად მაგარია და ასე გაგრძელდებაო. „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, განსაკუთრებით 43%-ის ირგვლივ. ამიტომ, ივანიშვილის განცხადება ერთის მხრივ შეიძლება განვიხილოთ როგორც გახარიას „კურთხევა“ ოპოზიციად და მისი განცხადება შესაბამისად ხელფეხს უხსნის გახარიას, ან მეორეს მხრივ ეს არის განცხადება, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული ამომრჩეველი ისევ დააბრუნოს „ქართული ოცნების“ ორბიტაზე. გახარიას შემოსვლამ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთნაირად შეაწუხა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია. მას ხმები მიაქვს და არ მგონია, ეს ვინმეს აწყობდეს. ამიტომ, ბრალდებები იქნება ნებისმიერი მხრიდან, თუმცა ეს რეალობას არ ცვლის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა „თავისთავად არასწორი მოვლენაა", გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც "სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად“.





კომენტარები:

ფართი შოპი