კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს

07 Jun 2021 22:55

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების, ენერგეტიკის დარგში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 


საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიზანი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაა.


„მსგავსი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. 2019-20 წლებში მიღებულია ყველა ძირითადი კანონი, რომლითაც ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის მყარი საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნა. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების წახალისების და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით, ასევე გრძელდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება-დამტკიცების პროცესი“.

 

სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს ასევე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ უპასუხა. სხდომას ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოსმენილი ანგარიში ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 




კომენტარები:

ფართი შოპი