"ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი" - მიხეილ სააკაშვილი

08 Jun 2021 00:50

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რეზო გაბრიაძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:


"გენიალურმა რეზო გაბრიაძემაც დაგვტოვა - ქუთაისის და საქართველოს სიამაყემ.


ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, პირადად ვიცნობდი და ვამაყობდი, რომ ვიცნობდი.


ოდესის მმართველი რომ გავხდი, მაშინ განსაკუთრებით დავაფასე იმიტომ, რომ ყველა ოდესელმა არა მხოლოდ სახელი იცის რეზო - პრაქტიკულად მისი ციტატებით მელაპარაკებოდა ბევრი.


ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის ქართველი ხელოვანი, რომელიც ალბათ არასათანადოდ დავაფასეთ ცხოვრებაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


ქართველი მხატვარი, თატრისა და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში, 6 ივნისს გარდაიცვალა.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი