ამბროლაურში ქალაქის შემოსასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს

08 Jun 2021 01:08

 აღნიშნულ სამუშაო პროცესში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ , მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა.


 ‘’გადმოსახედზე’’ ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, კერძოდ იღებება არსებული კონსტრუქცია, მოაჯირები, სკამები. სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია და მიმდინარეობს ნაგვის ურნების განახლება. ასევე უნდა მოხდეს ტერიტორიის გამწვანება.

ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოები პერიოდულად სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდება.


 გთხოვთ გავუფრთხილდეთ ჩვენს მხარეს და ერთად ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და სილამაზეზე.

#დავიცვათსისუფთავე


Papuna Margvelidze




კომენტარები:

ფართი შოპი