“სად მნახე მოჭრილი ხატებით, დაიგინე…” – თამარ ჩერგოლეიშვილი და ედიშერ გვენეტაძე

08 Jun 2021 16:51

TV “პირველი”-ს გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი და ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე.


ედიშერ გვენეტაძე:

-ვცხოვრობ წერეთელზე და ხშირად მიწევს დიდუბის ეკლესიასთან სვლა, ვუკვირდები, მორწმუნე, თუ არამორწმუნე, ყველა ჩერდება და პირჯვარს იწერს. ეს ხალხი არის პოტენციური ამომრჩეველი, ხო? შენ რომ გამოხვალ რუსთაველზე და ხატებს წააჭრი თავს, ვინ მოგცემს ხმას?


თამარ ჩერგოლეიშვილი:

-ვისზე ამბობთ? ხალხი შეგყავთ შეცდომაში, რომელ პარტიებზე ამბობთ, ჩამოთვალეთ, ერთი “გირჩი”, კიდევ? ვისი მხარდამჭერი ვარ, თავისუფლების? ყოველთვის ვიქნები თავისუფლების მხარდამჭერი.

-მტრები ხართ თქვენ, უჯარო გენერლები ხართ.

-სისულეებს ნუ ლაპარაკობთ.

-სულელის ხმა მესმის.


-სისულელე ვთქვი და არა სულელი და სულელი ვარ, თუ ჭკვიანი, მაყურებელი განსჯის. თქვენი მენტალიტეტი გადაშენდება.

-დამამთავრებინე-თქო, გეუბნები

-ცილისწამება დაგამთავრებინო?

-თქვენი საქმე არაა, ცილისწამებაა, თუ არა, მაყურებელი გადაწყვეტს… ტურები დაიწყებენ მგლებივით ყმუილს…


-ზოოპარკი ბიძინა ივანიშვილის მხარეს უკეთ იქნება…


-ზოოპარკის წარმომადგენლის ხმა მესმის…

-აზრს არ მამთავრებინებს. მე ყველასათვის არ მითქვამს, მე ვთქვი კონკრეტულ პარტიებზე, რასაც აკეთებს თამარ ჩერგოლეიშვილი…

-სად მნახე მოჭრილი ხატებით? დაიგინე… თქვენ რომ გამოდიხართ, მაშინაც მხარს ვუჭერს, საერთოდ არ მომწონს “ქართული მარში” და იმის თავისუფლებასაც მხარს ვუჭერ.


-ამ პარტიებმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, თორემ, აგერ მოვა ოქტომბერი, ის ბიძინა ივანიშვილი და ის პარტია 43 პროცენტსაც აიღებს და მეტსაც, თორემ, აგერ ნახავთ, აღდგომა და ხვალეო…


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი