თამარ ტალიაშვილი: „როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები“

08 Jun 2021 17:14

„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი  მემორიალური ძეგლი და სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში, თბილისის მერიამ გამოისყიდა ის ფართი, რომლის გამოსყიდვაც აუცილებელია რათა ამ მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდეს ისევე, როგორც განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გალკტიონ ტაბიძის, შიო არაგვისპირელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა მუზეუმები, რომლებიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იქნა რეაბილიტირებული.  სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები“, - ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი