ლევან იოსელიანი: მიგვაჩნია, რომ განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა გამკაცრდეს სანქცია და შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა

08 Jun 2021 17:41

მიგვაჩნია, რომ განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა გამკაცრდეს სანქცია და უნდა შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა და იმ მაღალ გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, უნდა იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


„ბოლო 4 წელიწადსა და 3 თვეში 1 907 ადამიანი დაგვეღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მას შემდეგ, რაც მე კანონპროექტი გამოვიტანე, იმ დღიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა - ერთი გორში და ერთი თბილისში, ეს რაც მე ვიცი. 


ეს არის ეროვნული ტრაგედია, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ.


ყოველ წელს დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანი გვეღუპება და ეს ციფრი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები. 


აუცილებლად უნდა მივიღოთ რაღაც ზომები, რომელიც ამ ტრაგედიას რაღაცა ფორმით აგვაცილებს და ამ სტატისტიკას მინიმუმამდე დაიყვანს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ განმეორებით შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის უნდა გამკაცრდეს სანქცია და უნდა შემოვიდეს ადმინისტრაციული პატიმრობა და იმ მაღალ გადასახადთან ერთად, რაც დღეს არის დაწესებული, უნდა იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 


ადამიანის  უფლებათა  დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტმა  პირველი მოსმენით  განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.





კომენტარები:

ფართი შოპი