კახა ოქრიაშვილი - მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი - უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი

08 Jun 2021 19:05

ჩვენ გვაქვს სამშობლო, სახელმწიფო არ გვაქვს! მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, პირველად,- ამისშესახებ „პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში შესვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, დღეს ოპოზიცია უნდა იჯდეს ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება" უნდა იყოს ოპოზიცია.


„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს! ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი და აქედან გამომდინარე, უკანონო. დღეს ოპოზიცია უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, „ოცნება" უნდა იყოს ოპოზიცია. მათ მოიტაცეს ხელისუფლება, მოიტაცეს ქვეყანა, მოიტაცეს სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს სამშობლო, სახელმწიფო არ გვაქვს! მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, პირველად. უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი",- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი