ზაფხულში ძაღლებს შესაძლებელია დაემართოთ სითბოს დაკვრა, რომელმაც გამოიწვიოს მათი სიკვდილი - ექიმი

08 Jun 2021 23:58

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ზაფხულში შესაძლოა მაღალმა ტემპერატურმა ცხოველებს სიცოცხლისთვის სახიფათო დარტყმა მიაყენოს. თელია, მოქალაქეებს გარკვეულ რჩევებს აძლევს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ


„ზაფხულის პერიოდში ძაღლებს შესაძლებელია დაემართოთ სითბოს დაკვრა, რომელმაც გამოიწვიოს მათი სიკვდილი.


აუცილებელია ისინი მოვარიდოთ სიცხეს. სითბოს დაკვრის პრევენციისათვის

1.წაიყვანეთ სასეირნოდ ან სავარჯიშოდ როდესაც მზის სხივები სუსტია, დილით ადრე ან საღამოს;
2. არ დატოვოთ პარკირებულ ავტომობილში იმის მიუხედავად თუ ფანჯრები ჩაწეულია;
3. დარწმუნდით რომ ძაღლი უზრუნველყოფილია გრილი წყლით და მას აქვს ჩრდილში ყოფნის შესაძლებლობა


სითბოს დაკვრის ნიშნები:

1. მძიმე ქოშინი
2. გაძლიერებული ნერწყვის დენა
3. სუნთქვის გაძნელება
4. თავბრუსხვევა
5. დასუსტება, დაუძლურება, ღონის გამოლევა
6. დიარეა


მკურნალობა: იმოქმედეთ სწრაფად:

1. გადაიყვანეთ ჩრდილში
2. მოახვიეთ გრილ წყალში დასველებული პირსახოცი
3. შეგიძლიათ თათების Ბალიშებზე ან მუცელზე დაადოთ ალკოჰოლში დასველებული ბამბა (დარწმუნდით რომ არ ალოკავს)
4. დაუკავშირდით ვეტერინარს შემდგომი მკურნალობის გადასაწყვეტად“



digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი