ივანიშვილმა გახარია გამოდევნა სამოთხიდან, პური შენი არსობისა, მოიპოვე შენ თვითონო - სანიკიძე

09 Jun 2021 00:10

გახარია-ივანიშვილის კავშირის უარყოფისთვის „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხმაურიანი განცხადებით დაბრუნდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოღალატე უწოდა.


ბიძინა ივანიშვილი გახარიას ახალ გუნდთან კავშირს უარყოფს და ამბობს რომ „საზოგადოებისთვის არც ერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ უკადრია“.


“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის წერილს ემხაურება გუბაზ სანიკიძე.


“ბიძინა ივანიშვილი პავლე მოციქულის სტილში აგრძელებს ეპისტოლარულ მიმოწერებს. ადრე ცეკვის, ტიკ-ტოკის სახით გვეკონტაქტებოდა.


მოსალოდნელი იყო. ახლა გახარია გაურკვეველ მდგომარეობაშია. გახარიამ რაღაც ახალი გამოიგონა, არც ოპოზიციაშია, არც ხელისუფლებაშია.


ბიძინამ როგორც იცის, მიჯირყვნა, წადი, მიხედე საქმესო, ამ ჩემს საარჩევნო უბანზე არაფერი გესაქმებაო.


მიზანი იყო, წადი, მიხედე შენ თვითონ იშოვე, შენი ამომრჩეველიო. ჩემს ამომრჩეველს დაანებე თავიო.


გამოდევნა სამოთხიდან, პური შენი არსობისა, მოიპოვე შენ თვითონო, წიხლი მიაყოლა, წადი, იქით იბალახეო”.- თქვა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი