რას საქმიანობდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გოგონა, რომელიც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა

19 May 2018 15:12

როგორც ირკვევა, „თეთრი ხმაურის” მხარდამჭერი ანა სუბელიანი, რომელიც ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პარლამენტის წინ აპროტესტებდა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი იყო. ამის შესახებ მას ლალი მოროშკინამ გადაცემაში ” აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ”  შეახსენა.


„ანა, თქვენ გიმუშავიათ სასჯელაღსრულების სისტემაში და იცით, რომ სრულიად განსხვავებული სამყაროა გისოსებს მიღმა”- უთხრა მოროშკინამ „თეთრი ხმაურის ” მხარდამჭერს, რომელმაც საზოგადოებას თავი 9 აპრილის მემორიალზე  განსაკუთრებული  ენთუზიაზმით შესრულებული ცეკვით დაამახსოვრა.


„ინფო ფოსტალიონი” დაინტერესდა სასჯელაღსრულების სისტემაში ანა სუბელიანის მოღვაწეობით და გაარკვია, რომ  ის, წინა ხელისუფლების დროს,  2012 წლამდე სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გუნდში მოიაზრებოდა და სამინისტროში სოციალური მუშაკის მოვალეობას ასრულებდა, რომელსაც  უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა პატიმრებთან, კერძოდ კი არასრულწლოვნებთან.


ეს ის პერიოდია, როდესაც სისტემა სწორედ არასრულწლოვან პატიმრებს ექცეოდა განსაკუთრებით დაუნდობლად.


სწორედ ამიტომ არსებობს ლეგიტიმური კითხვა-  ანა სუბელიანი, რომელიც  ახალგაზრდების თავისუფლების, გართობის და გამოხატვის უფლებებისთვის ასეთი ხმაურით იბრძვის დღეს, რატომ ადრე არავის ახსოვს და არავის უნახავს მის მიერ გაპროტესტებული ციხის საშინელებები.


ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად გულწრფელი შეიძლება იყოს  ადამიანი, რომელიც  ნაწამებ, გაუპატიურებულ, დახოცილ ახალგაზრდებს ხედავდა და ამის გამო პროტესტის გრძნობა არ გასჩენია, დღეს კი სისტემის ზეწოლაზე საუბრობს და ღამის კლუბში ჩატარებულ რეიდს სამართალდამცველების მიერ თავისუფლებაზე განხორციელებულ წნეხად აფასებს. მითუმეტეს, რომ 12 მაისის ღამის რეიდების შედეგად არცერთ ადამიანს უმნიშვნელო ფიზიკური ზიანიც კი არ მიდგომია.


შეგახსენებთ, სტატისტიკის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ქართულ ციხეში ყოველ მესამე დღეს იღუპებოდა პატიმარი, სახალხო დამცველი კი ციხეებიდან „სიკვდილის ექსპორტზე ” საუბრობდა, სისტემას შეეწირა და დაინვალიდდა უამრავი არასრულწლოვანი.


www.infopostalioni.com


კომენტარები:

ფართი შოპი