გურამ მაჭარაშვილი - სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს, მელიას რომელი სიტყვები შესრულდა - ის, რომ „ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნება“, თუ ის, რომ „ვინც პარლამენტში შევა, შევა „ქართულ ოცნებაში“?

09 Jun 2021 13:13

მელიას რომელი სიტყვები შესრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით - ის, რომ „ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნება“, თუ ის, რომ „ვინც პარლამენტში შევა, შევა „ქართულ ოცნებაში“? - დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას.


მაჭარაშვილი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს გუშინ, მათი შემოსვლის შემდეგ პლენარული სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა და სხდომაც ამიტომ დაიხურა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" რეგლამენტის სწავლა ურჩია.


„ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს რეგლამენტის სწავლა კარგად, რადგან სამშაბათობით იმართება დებატები პარლამენტში და თუ უნდოდა მელიას ან სხვას, თუ არ ვცდები, მინიმუმ საათნახევარი მიმდინარეობდა დებატები. არ ვიცი, ჩაეძინათ თუ რატომ მოვიდნენ პარლამენტში 12-ის ნაცვლად 3- ზე. ესეც უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. დღის წესრიგით რა საკითხებიც იყო განსაზღვრული, ამოიწურა. მე მაინტერესებს ერთი რამ, რა შესრულდა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლით, მათი თავმჯდომარის რომელი სიტყვები შესრულდა - ის, რომ "ვინც პარლამენტში შევა, პუფი იქნება", თუ ის, რომ "ვინც პარლამენტში შევა, შევა "ქართულ ოცნებაში". დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი