კახა კუჭავა რუმინეთის ელჩს შეხვდა

09 Jun 2021 15:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა რუმინეთის ახალ დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა დინამიური  საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ დღეს, პარლამენტი ძლიერი და პლურალისტურია და იგი ოპოზიციისთვის ბევრ შესაძლებლობას, მნიშვნელოვან ბერკეტებს უზრუნველყოფს.

 

ხაზი გაესვა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესს და განაცხადს, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ელჩის თქმით, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კახა კუჭავამ რაზვან როტუნდუს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.




კომენტარები:

ფართი შოპი