ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტური ჰოლანდიიდან

09 Jun 2021 17:01

საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურებს აგრძელებს.


ქართული ღვინის,  კულტურისა და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ სატელევიზიო ვიდეო რგოლებისა და დოკუმენტური სერიების გადასაღებად ადმინისტრაციის ორგანიზებით ჰოლანდიიდან საქართველოში 4კაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჯგუფის წევრებს შორის იმყოფებოდა ღვინის მაგისტრი პიტერ რიჩარდსი, რომელიც სხვადასხვა გადაცემების ავტორია. ( Wine masters TV,  Wine Blast, www.susieandpeter.com; BBC radio და სხვა)


ვიდეო გადაღებები  9 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღსა და სამცხე-ჯავახეთში ტარდებოდა.


ტურის მონაწილეებმა დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები მეღვინეებთან ჩაწერეს. პრეს-ტურის შემდეგ მომზადებული ვიდეო რგოლები და დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაიცემა.   





კომენტარები:

ფართი შოპი