ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი ცვლილება არ იგეგმება, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციიდან

09 Jun 2021 18:20

ეს არის ტყუილი, არავითარი ცვლილება არ იგეგმება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეცვლის თუ არა იგი ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სპეკულაციები დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციიდან მომდინარეობს.


„მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვმეგობრობთ დღეს როგორც არის შეკრული „ქართული ოცნების“ გუნდი, ასეთი ალბათ არ ყოფილა 2012-2013 წლების შემდეგ. შესაბამისად, სხვა ყველაფერი სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციიდან. მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედა პოლიტიკოსებს, ვისაც პრეტენზია აქვს და ვინც უნდა დაამტკიცოს თავისი ქმედებით, რომ რაღაცის შეცვლა, რაღაცის შეთავაზება შეუძლია მოსახლეობისთვის, რომ ნუ აყვებიან ამ იაფფასიან სპეკულაციებს, რომელიც მომდინარეობს დაშლილი „ნაცმოძრაობიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი