დღეს, სახელმწიფო რწუნებულის მოადგილეებმა გიორგი მაქარაშვილმა, თემურ ჩანქსელიანმა და ლაშა ჭიჭინაძემ ‘’გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია’’ (FAO)-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

09 Jun 2021 23:59

 შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტი ‘’სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება’’, რომელიც ხორციელდება რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ორ თემში, ტვიშსა და სორში. 


აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ორივე თემში პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 20-მდე ბენეფიციარი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროექტი ასევე ითალისწინებდა ექსტენციის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც სწავლება გაიარა 100-მდე ფერმერმა მეფუტკრეობა, მევენახეობა, მეღვინეობის კუთხით. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა მადლობა გადაუხადეს ‘’გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია’’ (FAO)-ს წარმომადგენლებს მათ მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის და გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაშიც აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტები.


შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ესწრებოდა, იოსებ გეწაძე- პროექტის რეგიონალური კოორდინატორი, ბეჟან ჩადუნელი- საველე აქტივობის კოორდინატორი, ალექსანდრე მანელაშვილი- ეროვნული კონსულტანტი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი