იშვიათი შემთხვევა საქართველოში - ქალმა, რომელიც 1 თვეში ბავშვს ელოდება, ორსულობის შესახებ დღეს გაიგო

10 Jun 2021 00:38

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც მეან-გინეკოლოგი ქეთევან მგალობლიშვილი პაციენტის უიშვიათეს ამბავს გვიყვება. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა გოგონა უკვე ორსულობის 34-ე კვირაშია და ამის შესახებ მან მხოლოდ დღეს შეიტყო:


„ძალიან იშვიათი შემთხვევა: მაიკო მექვაბიძე სულ რაღაც 1 თვეში ელოდება მშობიარობას, ხოლო ორსულობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო!


მაიკოს პირველი 2 ორსულობა თვითნებითი შეწყვეტით დასრულდა, მას შემდეგ 2 ორსულობა ექიმ-გინეკოლოგის – ქეთევან მგალობლიშვილის მკურნალობით შენარჩუნდა. პაციენტმა გარკვეული ჩივილებით დღეს მოგვმართა და გასინჯვისას ექიმ-ექოსკოპისტმა ლელა მალანიამ 34 კვირის ორსულობა დაადასტურა. პირველი 2 გოგონაა და მესამე ბიჭს ველოდებით ბედნიერ დედობას და მშობიარობას ვუსურვებთ“, – ამბობს ქეთევან მგალობლიშვილი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი