აბაშის კულტურის სახლში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ

10 Jun 2021 00:50

შეხვედრას  ესწრებოდნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და სოფლის განვითარების სააგენტოს აბაშის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.


შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამების/პროექტებისა და ინიცირებული სერვისების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს პროექტების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები.


პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების, მუნიციპალიტეტის მერიების ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების ჩართულობა ერთიანი სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაზრდის ხელმისაწვდომობის კუთხით.




კომენტარები:

ფართი შოპი