"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

10 Jun 2021 11:45

თე­ატ­რი პან­დე­მი­ა­ში გა­ჩერ­და, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა ჰქონ­და... ცოტა ხნის წინ ამუ­შავ­და, მაგ­რამ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. გლო­ბა­ლურ­მა პრობ­ლე­მამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სფე­როს წა­რო­მად­გენ­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა... დღეს მა­ყუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი პრობ­ლე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი, დარ­ბაზ­ში საათ-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე პირ­ბა­დე­ა­ფა­რე­ბუ­ლი ზის. ის­მის არა­ერ­თი კი­თხვა - ამ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რამ­დე­ნად უნდა მას იმა­ვე რე­პერ­ტუ­ა­რის, იმ პი­ე­სე­ბის ხილ­ვა, რა­საც პან­დე­მი­ამ­დე ნა­ხუ­ლობ­და? უნდა ასა­ხოს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატრმა კა­ცობ­რი­ო­ბის ეს უდი­დე­სი პრობ­ლე­მა სცე­ნა­ზე?


ამ და სხვა სა­კი­თხზე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წი­ლი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:


თა­თუ­ლი ედიშ­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ვი­საც რისი დად­გმა უნდა, ამის უფ­ლე­ბას და სურ­ვილს ვერ წა­არ­თმევ, დად­გას თუნ­დაც ჩე­ხო­ვი, შექ­სპი­რი, კლი­დი­აშ­ვი­ლი. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ბა­ვია. აქ ვფიქ­რობ, სხვა რამ არის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ფორ­მა­ტი, ხედ­ვე­ბი, შიდა მე­ნე­ჯმენ­ტი. ეს თუ არ შე­იც­ვა­ლა, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას თე­ატ­რი დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლებს, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ამ რე­ა­ლუ­რად რა­ღა­ცე­ბი და­აჩ­ქა­რა, შეც­ვა­ლა, ფუნ­ქცი­ე­ბიც კი გა­და­ა­ნაც­ვლა ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში და ბევ­რი რამ დაგ­ვა­ნახ­ვა. ვი­ღაც დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო, ვი­ღა­ცას ოპ­ტი­მიზ­მის გრძნო­ბა გა­უღ­ვი­ვა, რად­გა­ნაც მიხ­ვდა, რომ ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა არ ღირ­და და რა­ღაც ახა­ლი უნდა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ქარ­თულ თე­ატ­რში დიდი ხა­ნია, მო­ვი­და დრო, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს, უმე­ტე­სად - ფორ­მე­ბი, თო­რემ რე­პერ­ტუ­ა­რი, რო­გორც ვთქვი, რე­ჟი­სო­რე­ბის ნე­ბაა და სურ­ვი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც თა­მა­ნედ­რო­ვე­ო­ბა­ში წა­მო­ი­წია, ესეც უნდა პა­სუ­ხობ­დეს დროს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ.


- ანუ პან­დე­მი­ის თე­მამ სცე­ნა­ზეც უნდა გა­და­ი­ნაც­ვლოს?

- აუ­ცი­ლე­ბალდ უნდა ით­ქვას, ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ფორ­მე­ბით და ხერ­ხე­ბით! პან­დე­მი­ის­გან და­ზაფ­რუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თე­ატ­რში რომ მო­დის, სამი სა­ა­თი პი­ე­სას რომ აყუ­რე­ბი­ნო, ამის­თვის უნდა გქონ­დეს ხერ­ხე­ბი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დარ­ბაზ­ში ვერ გა­ა­ჩე­რო, რად­გა­ნაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით ისე­დაც და­ზაფ­რუ­ლია და ამ "რა­ღა­ცებ­ში“ თა­ვის თავი ვერ იპო­ვოს.


- კი, მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლი იმი­ტომ უყ­ვარს, რომ იქ თა­ვის თავს, იმ ემო­ცი­ას ეძებს, რაც სჭირ­დე­ბა...

- კი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი როცა თე­ატ­რში მოვ­ლენ, მათ შე­სა­ტყვი­სი სათ­ქმე­ლი დახ­ვდეს, რაც სჭირ­დე­ბათ. ვი­მე­ო­რებ, აქ მა­სა­ლა­ში კი არა, სათ­ქმელ­ში და გა­მო­ხატ­ვის ხერ­ხებ­შია მნიშ­ვნი­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, სი­ახ­ლეა შე­სა­ტა­ნი. ეს რე­ა­ლუ­რად, პირ­ველ რიგ­ში, მსა­ხი­ობ­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ხომ უნდა მო­უნ­დეს ამის თქმა და თა­მა­ში და შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­უჩ­ნდე­ბა.


ეკა ჩხა­ი­ძე:

- ზო­გა­დად პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა მაქვს. ალ­ბათ ასეა ბევ­რი და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში... ამ ცხოვ­რე­ბა­ში თე­ატ­რის პერ­სპექ­ტი­ვის წარ­მოდ­გე­ნა ცოტა მი­ჭირს, რად­გან თე­ატ­რი და ჩვე­ნი პრო­ფე­სია, რო­გორც ადრე, ისე მგო­ნი, არა­ვის სჭირ­დე­ბა. არა­და, ახლა პრო­ფე­სი­ას ვერ შე­ვიც­ვლი, იმის ჰო­ბიც არ მაქვს, რომ მა­გა­ლი­თად, ვკე­რო ან ვქსო­ვო, უფრო სწო­რად ასე­თი სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, ანუ რა­ღა­ცით რომ ჩა­ვა­ნაც­ვლო... პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უმე­ტე­სად კი­თხვით, სხვადსხვა სა­იტ­ზე ამა თუ იმ სპექ­ტაკ­ლის ყუ­რე­ბით უფრო ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში დრო მეტი მქონ­და, სახ­ლში ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე და იმა­ზეც დავ­ფიქ­რდი, თე­ატ­რი იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც აქამ­დე იყო, კი­დევ უნდა თუ არა ვინ­მეს? მსოფ­ლიო შე­არ­ყია ამ­ხე­ლა ემო­ცი­ურ­მა სტრეს­მა. ამის მერე ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელს სხვა რამ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ.


- დრა­მა­ტურ­გი­ამ უნდა იმუ­შა­ვოს, მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი ვე­რა­ფერს იზამს...

- კი, ზო­გა­დად მე­ფიქ­რე­ბა იმა­ზე, მა­ყუ­რე­ბელს რა უნდა მი­ვა­წო­დოთ და რით უნდა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. ისევ იმ სპექ­ტაკ­ლე­ბით, იმ ტემ­პო­რიტ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს ვი­თომ? არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არ შე­ვიმ­ჩნი­ოთ ეს უდი­დე­სი ამ­ბა­ვი? არ ვიცი, მე არ ვარ რე­ჟი­ო­სო­რი, უბ­რა­ლოდ ასე ვფიქ­რობ და ეს არის... თუმ­ცა მა­ინც მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის­თვის ხდე­ბა. რა­ღაც ტვინ­ში უნდა გა­დაბ­რუნ­დეს, ვნა­ხოთ...


- მარ­თლაც, დიდ­ხანს მო­გი­წი­ათ მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნის, მა­ყუ­რებ­ლი­სა და ტა­შის გა­რე­შე ყოფ­ნა...

- სპორ­ტსმენ­მა რომ არ ივარ­ჯი­შოს, და­ახ­ლო­ე­ბით ას­მას ჰგავს. ამ გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერთ მსა­ხი­ობს გა­უჩ­ნდა ჩემ­ნა­ი­რი აზ­რე­ბი, რად­გან მათ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ეტა­პი დად­გა.


ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- ხში­რად სვა­მენ კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რო­დის და რა ფორ­მით გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა თე­ატ­რი პან­დე­მი­ას. მო­გეხ­სნე­ბათ, თე­ატ­რი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, იქ­მნე­ბა დრა­მა­ტურ­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. ის სინ­თე­ზუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა და აერ­თი­ა­ნებს ხე­ლო­ვან­თა შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს და რე­სურ­სებს, ამი­ტო­მაც თუ არ და­ი­წე­რე­ბა პი­ე­სე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბიც ვერ და­იდ­გმე­ბა. აქ მე­ო­რე სა­კი­თხია: გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნას სჭირ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა, შე­ფა­სე­ბა, შეს­წავ­ლა, ეს კი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც დროს მო­ი­თხოვს. თე­ატ­რი ვე­რას­დროს რე­ა­გი­რებს მოვ­ლე­ნა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად.


პან­დე­მია უნდა გახ­დეს ეტა­პი ძვე­ლის და­ვი­წყე­ბის და ახ­ლის და­წყე­ბის, თუ ისევ იგი­ვე რე­პერ­ტუ­არს შეს­თა­ვა­ზებს თე­ატ­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს, მა­შინ თე­ატ­რი პუბ­ლი­კას და­კარ­გავს, რად­გან გაჩ­ნდა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და თე­ატ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, უპა­სუ­ხოს ამ გა­მოწ­ვე­ვებს. სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ყვე­ლა­ზე უპ­რი­ა­ნი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სპექ­ტაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ამავდრო­უ­ლად თე­ატ­რი უნდა გა­და­იტ­ვირ­თოს, გა­ნახ­ლდეს არა მხო­ლოდ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რად, უნდა შე­იც­ვა­ლოს ძვე­ლი, დროს­თან შე­უ­სა­ბა­მო ტექ­ნო­ლო­გია თა­ნა­მედ­რო­ვე­თი. ამი­ტო­მაც, მა­ყუ­რებ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ახლა სწო­რედ ამ ორი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. პოსტპან­დე­მი­უ­რი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის პე­რი­ო­დი კი იქ­ნე­ბა რთუ­ლი, რად­გან თე­ატრს ბევრ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევს.



ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ისე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია, რა გი­თხრათ, არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ან­დრეი ჟოლ­ტა­კი ფან­ტას­ტი­კუ­რი სპე­ტაკ­ლია, მაგ­რამ რო­გორ გა­ნაგ­რძობს ის არ­სე­ბო­ბას, არც ეს ვიცი... ორ მოქ­მე­დე­ბაა, საათ-ნა­ხე­ვა­რი შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე გრძელ­დე­ბა. ორ მოქ­მე­დე­ბა­ზე, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე პირ­ბა­დით დას­ვა მა­ყუ­რე­ბე­ლი არ არის ად­ვი­ლი. რას შე­ე­ხე­ბა რე­პერ­ტუ­არს, რა თქმა უნდა, თე­ატრმა ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მა უნდა შე­იმ­ჩნი­ოს. ხე­ლოვ­ნე­ბამ თუ არ უპა­სუ­ხა იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, რაც არის, ჩემი აზ­რით, ის ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის. ეს რაც მალე მოხ­დე­ბა, მით უკე­თე­სი და ყვე­ლა მოგ­ვი­წევს ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.


თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ამ გლო­ბა­ლურ­მა პრობ­ლე­მამ დე­და­მი­წა შე­არ­ყია და თავ­ზა­რი დაგ­ვცა. გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა - უამ­რა­ვი ტრა­გე­დია და­ატ­რი­ალ­და... ქარ­თულ დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, 2020 წლის თე­ბერ­ვლამ­დე რაც იყო, რა­ზეც ბო­ლოს ვამ­ბობ­დით კი­დეც, რომ თით­ქოს, გარ­შე­მო რა­ღაც უკვე ამო­ი­წი­რაო და ამ თავ­ზარ­დაცმმა და დე­და­მი­წის შემრყევ­მა მოვ­ლე­ნამ მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­ი­სო­რებს, სცე­ნოგ­რა­ფებს, სცე­ნა­რის­ტებს, მხატ­ვრებს, მუ­სი­კო­სებს მწერ­ლებს - ყვე­ლას თა­ვი­დან და­ბა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. ალ­ბათ ბევ­რი ფილ­მი, სპექ­ტაკ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბი წა­მო­ვა...


ჯერ რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვია თა­ვად ფრა­ზა - "დარ­ჩი სახ­ლში“. ვინ რო­გორ და­ი­წყო სახ­ლში ასე ცხოვ­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა კუ­თხით გა­იც­ნო. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ ამოტ­რი­ალ­და მე­გობ­რე­ბის, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი რომ შე­იქ­მნას სცე­ნა­ზე თუ კი­ნო­ში, ამ პან­დე­მი­ას თუ მი­ე­ძღვნე­ბა, სი­ა­მო­ვე­ბით ვი­თა­მა­შებ და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ჩემ­თვის ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ეს ხე­ლახ­და და­ბა­დე­ბა და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­წყე­ბა იქ­ნე­ბა.


- მაგ­რამ ჯერ მგო­ნი დუმს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა...

- იმი­ტომ, რომ ჯერ პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და ბევ­რი რამ გა­ურ­კვე­ვი­ლია. იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მალე (დრო კი გა­ი­წე­ლა) იქ­ნე­ბა... რაც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ამ­ხე­ლა პა­უ­ზა არ მქო­ნია, 12- 13 თვე სცე­ნის გა­რე­შე ვი­ყა­ვი. წელს კი აპ­რილ­ში სპექ­ტაკ­ლი რომ ვი­თა­მა­შე, ამ ემო­ცი­ას ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. ჩემი თავი და­ვი­ნა­ხე, ძვე­ლი თა­მუ­ნა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და თა­მუ­ნას­თან შეხ­ვედ­რა...




კომენტარები:

ფართი შოპი