ხატია დეკანოიძე - ამდენი პრობლემაა და მმართველ ძალას საერთოდ აღქმა აქვს დაკარგული, პარალელურ რეალობაში იმყოფება და დრაკონული კანონი შემოაქვს

10 Jun 2021 14:28

ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და მმართველ ძალას საერთოდ აღქმა აქვს დაკარგული, პარალელურ რეალობაში იმყოფება და ვენეციის კომისიის დასკვნის მოუხედავად შემოაქვს დრაკონული კანონი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, რომ რაც შეიძლება შესუსტდეს პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოში.


„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, რომ მნიშვნელოვნად ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც იქნება ამ კანონპროექტის განხილვისას. ჩვენ რომ გვემუქრებოდნენ ჩახსნით და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის ჩადებით, რაზეც ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს ძალიან სერიოზული შენიშვნა, ახლა გადაწყვიტეს, რომ შემსუბუქებული ნორმა შემოიტანონ, რაც ასევე არ ემსახურება დემოკრატიის განვითარების ინტერესებს,"- განაცხადა დეკანოიძემ.


ცნობისთვის, დღევანდელი პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.




კომენტარები:

ფართი შოპი