ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

10 Jun 2021 15:17

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში დიასპორის  ასოციაციებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„შეხვედრაზე კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერაზე, ადაპტირებული სასკოლო სახელმძღვანელოების  საჭიროებასა და ქართული ლიტერატურის ბიბლიოთეკის შექმნის აუცილებლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

 



კომენტარები:

ფართი შოპი