სოფელ ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა

10 Jun 2021 16:15

საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს.


ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე  დასრულდა.


ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 


ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის   მოსახლეობა ისარგებლებს.


არხის გაწმენდითი სამუშაოები  საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.




კომენტარები:

ფართი შოპი