"გამარჯობა, საქართველო“ - ქართულად მისალმება და ემოციური სიტყვები, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი აქვეყნებს (ფოტოები)

10 Jun 2021 18:24

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი, გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და იმ­ყო­ფე­ბა. მის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე კი სა­ქარ­თვე­ლო­დან უკვე პირ­ვე­ლი პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მი­სალ­მე­ბით იწყე­ბა.


"გა­მარ­ჯო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო! დღეს ვი­წყებ ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ლი­ე­ტუ­ვის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, მე­გობ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გამ­ყა­რე­ბა.


სა­ქარ­თვე­ლო უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის, უნი­კა­ლუ­რი ენის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის და მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა და ქარ­თველ ხალ­ხს ისე­ვე უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორ ჩვენ“, - წერს ნა­უ­სე­და.


ცნო­ბის­თვის, ნა­უ­სე­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, კა­ხა­ბერ კუ­ჭა­ვას შეხ­ვდე­ბა. ვი­ზი­ტის პროგ­რა­მა ასე­ვე მო­ი­ცავს პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რას ად­გი­ლობ­რივ ლი­ე­ტუ­ველ თემ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.


პრე­ზი­დენ­ტი და მისი მე­უღ­ლე ასე­ვე შეხ­ვდე­ბი­ან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს.


გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც მო­ი­ნა­ხუ­ლებს.


პირ­ვე­ლი ლედი დი­ა­ნა ნა­უ­სე­დი­ე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ან­ტა­ნას ვილ­კუ­ტა­ი­ტის-კე­თუ­რა­კი­სის ძეგლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­სა და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წრე­ბა.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი