თვეში 20 000 ივანიშვილს დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება, ჩვენ იმასაც გვართმევენ - ნათელაშვილი

10 Jun 2021 18:38

"ლეობორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს "ლეიბორისტული" პარტიის წინააღმდეგ მიმართული კანონია.

შალვა ნათელაშვილმა კანონპროექტს რეპრესიული უწოდა და პარლამენტში შესულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ, ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამასთან პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, მას ვეტო დაადოს.

"ამ წუთში პლენალური სხდომა იხილავ ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც ივანიშვილმა, მილიარდელმა დაგვიტოვა.

20 000 თვეში, რომელიც ივანიშვილს ყოველ დღე, თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტიას დაასრულებენ",-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმომადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი