ხალხო სად ბალახობთ საერთოდ?! – გუბაზ სანიკიძე

10 Jun 2021 18:46

ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა კომენტარში, განაცხადა:


“ბევრ რაღაცაზე დავხუჭეთ თვალი, მაგრამ ამნისტიაზე და იმაზე რაც მოხდა 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი ჩაგვისკუპეს [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში]. 


სხვათაშორის, საინტერესო კომენტარი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ ის ზვიადის სავარძელი არ იყოო. სიმბოლიკა რა არის არ იციან. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ზვიად გამსახურდიას სავარძელზე, მათ ჰგონიათ, რომ ავეჯზე ვსაუბრობთ. ასეთი პრიმიტიული აზროვნება აქვთ… სამწუხაროდ, ასეთი ჩამორჩენილი ხალხი, როგორც დღეს, განათლებითაც, წიგნიერებითაც… გაოგნებული ვარ, ყველაზე ნიჭიერი კაცი მაინც არის მამუკა მდინარაძე მათ შორის, ასეთი სიბრიყვე როგორ თქვა, რომ ეს ზვიადის სავარძელი არ იყოო და მერე უმრავლესობამ ტაში დაუკრა. ხალხო სად ბალახობთ საერთოდ?! ავეჯზე კი არა სიმბოლოებზე გელაპარაკებით! მართლა ღვთისმშობელი იფარავას ამ ქვეყანას.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი