დღეს, ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში, მულტიფუნქციური ახალი სასწავლო სივრცე გაიხსნა

10 Jun 2021 19:52

 გახსნის ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ. 


პროექტი ,,იდეათეკა“, რომელსაც საქართველოს ბანკი ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს, თანამედროვე მატერიალური რესურსის საშუალებით განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას ითვალისწინებს.


 ახალი საგანმანათლებლო სივრცის დახმარებით, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც ინტერნეტ, ასევე სხვა მატერიალური რესურსი, როგორიცაა წიგნები, ფაზლები და სხვა. მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ თვითშემეცნებისთვის საჭირო მასალის მოძიება, რაც აქამდე გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. იდეათეკა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კვლევა, კრიტიკული აზროვნება და სხვა.




კომენტარები:

ფართი შოპი