რამდენი სტუმრის მიღებაა ნებადართული ხელის მოწერის ცერემონიაზე - შრომის ინსპექციის სამსახური ახალ რეგულაციას აქვეყნებს

10 Jun 2021 20:09

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს და აცხა­დებს, რომ ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის სერ­ვი­სის გა­ნახ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ქორ­წი­ლის გა­დახ­დის ნე­ბარ­თვად მი­ი­ღო, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი კი­დევ ერთხელ გა­ნუ­მარ­ტავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ქორ­წი­ნე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი­სა და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 10 პირს.


„რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის სერ­ვი­სი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ნახ­ლდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი დაშ­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბის - ქორ­წი­ლის გა­დახ­დის ნე­ბარ­თვად მი­ი­ღო, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ხაზ­გას­მით იყო გან­მარ­ტე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. კერ­ძოდ, ქორ­წი­ნე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი­სა და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 10 პირს, ასე­ვე, სა­რე­გის­ტრა­ციო სივ­რცე­ში თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს პირ­ბა­დით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა არას­წო­რად აღიქ­ვა რე­გუ­ლა­ცი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და ის სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის - ქორ­წი­ნე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ის ნე­ბარ­თვას­თან გა­ა­ი­გი­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი კი­დევ ერთხელ გა­ნუ­მარ­ტავს მო­ქა­ლა­ქე­ებს და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გაც­ნო­ბებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ 10 პი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ხოლო კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს და­ე­კის­რე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის 2 000 ლა­რის, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, სხვა ზე­დამ­ხედ­ველ უწყე­ბებ­თან ერ­თად, აგ­რძე­ლებს მო­ნი­ტო­რინგს და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­იც­ვან დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი