„გოგიჩას სხივია ის პატარა, რომელსაც აგვისტოში ველოდებით “- ნათია ბანძელაძის პირველი კომენტარი ნანუკას ორსულობაზე

10 Jun 2021 21:11

დღეს ცნობილი გახდა, რომ მის „მის საქართველო 2009“ ულამაზესი ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება.


ნანუკა გასულ წელს ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია. დრეს კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვეში წყვილი შვილს ელოდება.


„დაიჯესტი“ ნანუკას დედას, ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან პირველ ემოციებზე ისაუბრა და გაგვიმხილა, რომ პატარას აგვისტოში ელოდებიან.


„ჩემთვის ნიკა არის ღმერთის საჩუქარი. ის ისეთ დროს შემოვიდა ჩვენს ოჯახში, როდესაც ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა.


ეს ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა თითქოს იმედის სხივი, რომ გადავურჩებოდით ამ ტრაგედიას. დღეს არის ნიკას დაბადების დღეც და ესეც სიმბოლურია, რომ დღეს პირველ კომენტარს თქვენთან ვაკეთებ ნიკას და ნანუკასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ნიკა არის ის სხივი, რომლითაც ნიკამ და ნანუკამ გოგიჩა გააცოცხლეს და ჩვენთვის გოგიჩას სხივია ის პატარა, რომელსაც ახლა ველოდებით, აგვისტოში,“- უთხრა ნათია ბანძელაძემ „დაიჯესტს.“




კომენტარები:

ფართი შოპი