ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა

10 Jun 2021 21:34

ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50-მა კომპანიამ 300-მდე ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.


ფორუმში ჩაერთო 250-მდე სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.


ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.


ახალციხის დასაქმების ფორუმის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კვლავაც აგრძელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ფორუმებს.




კომენტარები:

ფართი შოპი