„იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ანა ჩერნიშოვას შეხვდა“

10 Jun 2021 22:11

იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა, რაც  არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მჭიდრო პარტნიორობას გულისხმობს. იუსტიციის მინისტრის თქმით, დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება სერვისების გაციფრულების კუთხითაც.

 

„ვფიქრობ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა,  რაც, საბოლოო ჯამში,  ჩვენს მოსახლეობას და თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

 

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა  ანა ჩერნიშოვამ იუსტიციის მინისტრს შთამბეჭდავი პარტნიორობისთვის  მადლობა გადაუხადა.

 

„ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო, რადგან განვიხილეთ  სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, შესაძლო ცვლილებები საარბიტრაჟო კანონში. აგრეთვე, საქართველოში რეგიონული ცენტრის შექმნის საკითხი არბიტრაჟისა და მედიაციის კუთხით. ვისაუბრეთ სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებითაც.“ -განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი