პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის და ცესკოს 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

10 Jun 2021 22:49

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის   ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. 

მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი არ იცვლება და 53მლნ 696 ათასი ლარს შეადგენს.

 

„2022 წელს   ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 მლნ 7 ათასი ლარის,  ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 მლნ 589 ათასი ლარის ოდენობით“-განაცხადა  ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას  2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.




კომენტარები:

ფართი შოპი