"ღარიბაშვილს რომ გენერატორი დაუყენო, "ნამახვანის" ნახევარი სიმძლავრის ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ცარიელ თავში რა ქარიც უქრის" - მიხეილ სააკაშვილი

11 Jun 2021 14:52

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნიკა არა­ბი­ძის იუ­მო­რის­ტუ­ლი შოუს სტუ­მა­რი იყო. არა­ბი­ძემ მას უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ა­კი­თხა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე იხუმ­რა და მათ შო­რის, ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნიკა არა­ბი­ძემ მას ჰკი­თხა, თუ რას ფიქ­რობ­და "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ზე" და შე­ახ­სე­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, ხოლო ახლა, მო­საზ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, რა­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა:


"ეს რო­დის იყო - მა­შინ, როცა იყო ბნე­ლი და უკუ­ნი­თი, მერე მო­ვე­დით ჩვენ და გა­ნათ­და ქვე­ყა­ნა. ბნე­ლი და უკუ­ნი­თი სა­ნამ იყო, ვამ­ბობ­დი, რომ უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. აგერ, მზის ბა­ტა­რე­ე­ბი მიდ­გას სა­ხუ­რავ­ზე, სუ­ლე­ლი ხომ არა ვარ?! იმი­ტომ მიდ­გას, რომ ია­ფია და კარ­გი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ქა­რის წის­ქვი­ლე­ბი - ჯერ ერთი, რა ქარი არის ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ზღვა­ზე...იქ ჩა­ა­ყე­ნეთ და იყა­ვით.


მე­ო­რეც, რამ­დე­ნი ქარი უქ­რის ხალ­ხს თავ­ში ჩვენ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტა­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. და­უ­ყე­ნე თითო გე­ნე­რა­ტო­რი თი­თოს...ენერ­გე­ტი­კის მი­ნისტრს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.


წარ­მო­იდ­გი­ნე, ღა­რი­ბაშ­ვილს რომ და­უ­ყე­ნო, ნა­მახ­ვა­ნის ნა­ხე­ვა­რი სიმ­ძლავ­რის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მა­ინც გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, თა­ვის ცა­რი­ელ თავ­ში რა ქა­რიც უქ­რის. გე­ნე­რა­ტო­რე­ბი და­ი­ყე­ნონ თა­ვებ­ზე", - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი