ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

11 Jun 2021 15:04

 კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი სოფელ ახალსოფელში იმყოფებოდნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.


„აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 1 558 310 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალსოფელში საუბნო გზები ასფალტის საფარით აქამდე არასდროს მოწესრიგებულა“ -აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.


„ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ახალსოფელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ამჟამად, ახალსოფელში პირველ, მეორე და მესამე უბნებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, აქ მცხოვრები ასეულობით მოსახლე მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“ - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.


#კახეთი2021.




კომენტარები:

ფართი შოპი