თავს კი არ ვიფასებ, უბრალოდ მართლა არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია

11 Jun 2021 17:10

"საზოგადოება უმოქმედობით დაიღალა, დიაღალა იმით რითაც ქართული ფეხბურთის გულშემტაკივარი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.


"მე მინდა საზოგადოებამ გაიმარჯვოს. არასდროს არ ვეთანხმები გამოთქვმას, რომ საზოგადოება დაიღალა. დაიღალა უშედეგობით, დიაღალა იმით რითაც ქართული ფეხბურთის გულშემტაკივარი, ყველა თამაშს რომ ვაგებთ.


არავის არ ემახსოვრება დღეს თუ ხვალ ჩვენ პოლიტიკოსები რა განცხადებებს ვაკეთებდით, 2-3 წელიწადში საზოგადოება შედეგს მოგვთხოვს.


თავს კი არ ვიფასებ, უბრალოდ მართლა არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა. სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს მე ახლა, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა. იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი თბილისის მერიაში შესვლას, თუ დავინახავდი ოპოზიციის მზაობას, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს წელს", - განაცხადა მელიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.




კომენტარები:

ფართი შოპი