მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ზრდაზე

11 Jun 2021 20:06

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს,  რატი ბრეგაძეს და მინისტრის მოადგილეს, თორნიკე ჭეიშვილს შეხვდა.


შეხვედრაზე  იუსტიციის სამინისტროს სერვისების მიწოდების,  პენიტენციური სისტემის, საკანონმდებლო რეფორმების შესახებ იმსჯელეს.


„ჩვენი კომიტეტისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს თანამშრომლობა, რომლის მიზანია ვიზრუნოთ პარლამენტისა და  მთავრობის საქმიანობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განუხრელ და პერმანენტულ ზრდაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი