წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლა აშენდა

11 Jun 2021 20:20

სოფელ გეგუთის 1-ლი და სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ახალ სკოლებში შეძლებენ.


სკოლის შენობების პარალელურად, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედნები, განახლდა ინვენტარი, შენობა ადაპტირდა ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად მისაღებად, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები. ამასთან, გაკეთდა სკოლებთან მისასვლელი გზები.


ახალ სკოლებში მოეწყობა სასწავლო ლაბორატორები, ბიბლიოთეკები, კომპიუტერული კლასები და სპორტული დარბაზები. თითოეული სკოლა გათვლილია 240 მოსწავლეზე.


სოფელ გეგუთისა და სოფელ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლების მშენებლობისთვის ჯამში 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი